რესურსები

რომის წარმოშობის ისტორია

რომის დაარსება
            ლათინები იტალიის დასავლეთი სანაპიროს ნაყოფიერ დაბლობზე ცხოვრობდნენ და ლათინური ენის ადრეულ დიალექტზე მეტყველებდნენ. იტალიის ის ნაწილი სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ლაციუმის სახელით გახდა ცნობილი. ლათინები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლოებით ძვ.წ. 1000 წელს მათ პირველი სოფელის შენება დაიწყეს იმ ფერდობზე , სადაც მოგვიანებით დიდი ქალაქი, რომიო გაჩნდა. ფერდობებს ბევრი ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ იმ ადგილას მდინარე ტიბრი ვიწროვდებოდა და მისი გადალახვა იოლად შეიძლებოდა. ზღვამდე 25 კილომეტრი იყო - ნაუ ნავით ზღვა ახლოს იყო , ხოლო ხმელთაშუა ზღვაში მოხეტიალე მეკობრეები - შორს . თანაც, მდინარისპირა გორაკებიდან სწრაფად შეიძლებოდა მტრის შემჩნევა და უკუგდება.
            ლათინები ჩალით გადახურულ, ხის უბრალო კარვებში ცხოვრობდნენ. ცსაცხოვრებელს გორაკებზე იშენებდნენ, ჭაობიან დაბლობებს კი მიცვალებულთა დასაკრძალად იყენებდნენ. თანდათან ეს პატარ - პატარა სოფლები გორაკებს დაბლა ჩამოუყვა და ძვ.წ. მე -8 საუკუნეში ერთ ქალაქად -რომად „ გაერთიანდა. მოგვიანებით რომაელმა ისტორიკოსმა - ლივიუსმა ბერძნული მითებისა და რომაული ფოლკლორის გაერთიანებით გაცილებით ამაღლებული და საინტერესო ლეგენდა შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ დაარსდა დიადი ქალაქი.
            ამბავი ენეასით - ბერძნული ლეგენდის მითიური გმირით იწყებოდა. ენეასი დაპყრობილი ტროადან გაიქცა და მრავალი თავგადასავალის შემდეგ იტალიაში ჩავიდა. იტალიაში მან ლათინთა მეფის ასული შეირთო და მეფეთა ახალ გვარს დაუდო საფუძველი. ენეასისი შთამომავლები იყვნენ ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი.  ბიჭების პაპის ძმას ამულიუსს, მათი თავიდა მოშორება სურდა და ბრძანა, ორივენი ტიბრში ჩაეხრჩოთ. ამულიუსის მსახურებს შეებრალათ ბავშვები და კალათით წყალს გაატანეს. ნაპირზე გამორიყულ ბიჭებს ძუ მგელი კვებავდა თავისი რძით, სანამ ერთმა კეთილმა წყემსმა არ გადაარჩინა ბავშვები. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, მათ მოკლეს ბოროტი პაპის ძმა და გადაწყვიტეს, მდინარე ტიბრის ნაპირზე ახალი ქალაქი აეგოთ.
            ქალაქის კედლების მშენებლობისას რემუსმა ძმას დასცინა, რის გამოც ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ. რომულუსმა მოკლა რემუსი და ახალი ქალაქის მეფე გახდა. ქალაქს მისი სახელის მიხედვით „ რომი“ძვ.წ. 753 წელს მოხდა.







No comments:

Post a Comment