სასარგებლო ბმულები


ათი გასაოცარი მტაცებელი მცენარე

მტაცებელი მცენარეები ბუნების ცაოცრებას წარმოადგენენ. ნიადაგი, რომელზეც მცენარეები იზრდებიან, არანოყიერია, ამიტომ მათ გამოიმუშავეს გადარჩენის უნიკალური სტრატეგია - იკვებებიან ცოცხალი ორგანიზმებით: მწერებით, ბაყაყებით და ჩიტებითაც კი. მთელი მსოფლიოს მაშტაბით აღმოჩენილია მათი 450 სახეობა, რომლებიც 6 ოჯახში ერთიანდება.
            მტაცებელი მცენარეები იყოფა 5 ჯგუფად: პირველი ჯგუფის მცენარეებს აქვთ ე. წ. ქოთნები და მილის მსგავსი ”სანადირო ორგანოები”; მეორე ჯგუფის მცენარეებს მწერების დაჭერაში ეხმარება ე.წ. კბილები; მესამე ჯგუფს - წებოვანი ან ლორწოვანი ფოთლები; მეოთხე ჯგუფს - შემწოვი ორგანოები ხოლო მეექვსეს - მარწუხი.
1.     სარაცენია (Sarracenia)



სარაცენია ანუ ჩრდილოამერიკული მწერიჭამია მცენარე. მიეკუთვნება შხამიანი მცენარეების ჯგუფს, რომელიც გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ რაიონებში, ტეხასის შტატში, დიდი ტბების რაიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადაში.            ეს მცენარე თავის ფოთლებს იყენებს მწერების დასაჭერად. მცენარის ფოთლები ჰგავს ძაბრს, რომელსაც თითქოს კაპიუშონი აქვს წამოცმული იმისათვის, რომ ხვრელში არ მოხვდეს წვიმის წვეთები. მწერებს იზიდავს ყვავილის ფერი, სუნი და გამოყოფილი ნექტარი. ყვავილის სრიალა ზედაპირი და ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ნექტარი შეიცავს, მწერებს აბრუებს და ისინი ვარდებიან ყვავილის შუაგულში არსებულ ხვრელში, სადაც გადამუშავდებიან ფერმენტების ზემოქმედებით.


2. ნეპენტესი (Nepenthes)

ნეპენტესი ტროპიკული შხამიანი მცენარეა, რომელსაც მწერების დასაჭერად დოქისმაგვარი ყვავილები აქვს. ეს მცენარე ფართოდაა გავრცელებული ჩინეთში, იაპონიაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, მაგადასკარზე. მას მეორენაირადმაიმუნის ფიალასაცუწოდებენ, რადგან ხშირად უნახავთ, თუ როგორ სვამენ მაიმუნები ამდოქიდანწყალს.
მწერების სატყუარა ყვავილი შეიცავს სითხეს, რომელსაც აქვს წებოვანი სტრუქტურა. სწორედ მასში იხრჩობიან მწერები. ნეპენტესის ზოგიერთი ჯიშის ყვავილი იმხელა იზრდება, რომ შეუძლია თაგვის ან ვირთხის დაჭერაც კი.

5. უტრიკულარია (Utricularia)

უტრიკულარიას 220-მდე სახეობა არსებობს. ის გვხვდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ეს მცენარე გამოიყენებს ბუშტისებრ სატყუარას. მცენარეების დიდ ნაწილს აქვს ძალიან პატარა ხაფანგი და შესაბამისად მხოლოდ მცირე ზომის მწერების დაჭერა შეუძლია. ბუშტები იმყოფება უარყოფითი წნევის გავლენის ქვეშ. ის მყისიერად იხსნება, შთანთქავს მწერს და მაშინათვე იხურება და ეს ხდება უსწრაფესად, წამის მეათასედი ნაწილის განმავლობაში.

7. დროზერა (Drosera)


დროზერა
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებელი მცენარეა. მისი 200-მდე სხვადასხვა სახეობა არსებობს. ის ყველა კონტინენტზე ხარობს. დროზერა მწერებს იჭერს წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსების საშუალებით. როცა მწერი ერთ რომელიმე ასეთ ნემსს ეხება, მაშინათვე იწყებს მოძრაობას დროზერას სხვა ნემსებიც, რათა მსხვერპლი ხაფანგში მოაქციონ. მწერების გადამუშავების შედეგად მიღებული მასით კი ხდება მცენარის გამოკვება და ზრდა.


8. ბიბლისი (Byblis)

ბიბლისი ანუ ცისარტყელასებრი მცენარე ავტრალიაში გავრცელებული მწერიჭამია მცენარეების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება. სახელწოდება მცენარემ მიიღო მისი მიერ გამოყოფილი ლორწოს შეფერილობის გამო, რომელიც მზის სხივებზე ცისარტყელასავით მოჩანს. ფოთლების ბოლოები მუდამ დაფარულია წებოვანი გამონაყოფით, რომლის სუნი თავისკენ იზიდავს მწერებს და ახრჩობს კიდეც.



10. ბუზებისჭამია ვენერინა (Dionaea Muscipula)


ბუზებისჭამია ვენერინა ყველაზე ცნობილი მწერიჭამია შხამიანი მცენარეა. ის ძირითადად ბუზებითა და ობობებით იკვებება. ეს არის პატარა ზომის მცენარე, რომელსაც სულ 7-8 ფოთოლი გააჩნია. მცენარის ფოთოლი გაყოფილია ორ ნაწილად და ბოლოვდება წებოვანი გამონაყოფით დაფარული ნემსებით. ფოთლის ეს ნაწილები ახორციელებენ სწრაფ მოძრაობას, როცა მათ მწერი ან ბუზი შეეხება. ისინი იხურებიან 0, 1 წამის განმავლობაში და თავის შიგნით წარმოქმნიან მცენარის ეგრეთწოდებულკუჭს”, სადაც ხდება მწერის გადამუშავება.

6. ცხიმოვანა (Pinguicula)


ცხიმოვანა მიეკუთვნება იმ მცენარების რიგს, რომლებიც გამოიყენებენ წებოვან, სრიალაზედაპირიან ფოთლები იმისათვის, რათა მიიზიდონ და გადამუშაონ მწერები. ამ მცენარის 40-მდე სახეობაა გავრცელებული და ისინი ხარობენ ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.




No comments:

Post a Comment